ადვოკატობიდან ჟურნალისტობისკენ

Image

მოსკოვი,19:46

ნოემბერი

ზაფხულში აუტანლად დახუთული ჰაერი,ზამთარში  გაუსაძლის სიცივედ გარდაიქმნება ხოლმე.

მოსკოვში შვიდი თვე ზამთარია,სიცივე,ყინვა.ძვალრბილში რომატანს და ვეღარც არაყი გათბობს ისეთი.

სწორედ ასეთ კლიმატურ პირობებში უწევთ მათხოვრობა გაჭირვებულებს. მათხოვრების სამათხოვრო ადგილთა შორის ყველაზე პოპულარული წითელი მოედანია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება ზამთარ–ზაფხულ.

სწორედ,წითელი მოედნის გვერდით მდებარე ოთხსართულიანი კორპუსიდან გამოვიდა ანდრია ბინიდან.მეოთხე სართული,ბინა 37.

ანდრია ნელა დაუყვა კიბეებს,რომლის ყველა სართულზე მათხოვრები იყვნენ გაშოტილნი,ყოველ კიბეზე ჩასვლისას ეს ოთხი სართული დაუსრულებლად ეჩვენებოდა და ახსენდებოდა,ბაშობაში, წითელ მოედანზე სასეირნოდ რომ გაყავდა დედას, მაგრამ საშინლად არ უყვარდა ეს ადგილი ანდრიას, რადგანაც,სულ იყო მობილიზირებული სასწრაფოების მანქანები და თოვლში ჩამარხულ და გაყინულ ბომჟებსა თუ მათცოვრებს ამ მანქანაში ყრიდნენ და ღმერთმა იცის სად მიჰყავდათ.

სადარბაზო გაჟრენთილი იყო არყის სუნით და ანდრიამ მიუხედავად იმ წვის შეგრძნებისა,რასაც თითოეული მათგანის დანახვაზე გრძნობდა,ნელა ჩაიარა კიბეები.

შენობიდან გავიდან და პირველივე ტაქსს ხელი დაუქნია.

მანქანა მის ფეხებთან გაჩერდა,ანდრია ჩაჯდა,უკანა სკამზე მოკალათდა და ფანჯრიდან უყურებდა გზას,რომელიც ოთხი წლის შემდეგ პირველად უნდა შეცვლილიყო.

ანდრია საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციაში მთავარი ადვოკატი იყო. უკვე ოთხი წელია მუშაობდა აქ და მაინც არავინ იცნობდა მას ახლოს.

მოსკოვში დაიბადა,იმავე სახლში,წეღან რომ გამოვიდა,ოჯახთან ერთად გაიზარდა, მარინსკის ჰოსპიტლის მარჯვნივ მდებარე ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მდებარე სახლში. დედამისი მკერავი იყო, ადრეულ ასაკში გარდაეცვალა,მაგრამ მაინც  მკვეთრად ახსოვს მისი სახის ნაკვთები,ელდანაკრული ღიმილი და ხმის ტალღისებური ტემბრი.მამა ციმბირში გადაესახლებინათ და იმის შემდეგ აღარც უნახავს. სამიდაძმა ჰყავდა. ორი ძმა,ერთი და. ყველანი ცალცალკე დაიშალნენ. ანდრია დედას გავდა.მასსავით ქერა თმა და და შავი თვალები ჰქონდა, თვალის ჭრილი-აზიური. გრძელი წამწამები მუდამ ისე დახროდა,თვალები შეიძლება ვერცშეგემჩნიათ. კანი გაუხეშებოდა და უკვე ნაოჭებიც ეტყობოდა.ჯერ ოცდაათიოდე წლის იყო,მისი საყვარელი კი ამბობდა, რომ  მისი კანი,მოხუცებულისას გავს და როდესაც მოსკოვში ზამთარი დადგებოდა, სქელ შარფსა და ქუდში ჩამალულს ვერცკი გაარჩევდი ხანდაზმულისგან.

.Image

ახოვანი არყოფილა,თუმცაღა შავი ფერის ტანისამოსი მატებდა მიმზიდველობას. 

ოთხი წელი იმუშავა ადვოკატად. ახლაკი.გაზეთში განცხადება ნახა ამდილით რომელშიც გამოცდილ ადვოკატს ითხოვდნენ და ერთფეროვნებას მობეზრებულმა კაბინეტში გამომწყვდეულმა,ამჯობინა მრავალფეროვნება შეეტანა თავის ცხოვრებაშ და ერთი კაბინეტიდან მეორეში გადაენაცვლა. 

კიდევ პიროვნების გაორებაც აწუხებდა, ადამიანთა სიბოროტე აშფოთებდა, ღმერთზე სხვა კუთხით ფიქრობდა და გული წყდებოდა ბავშვებზე.სინამდვილეში ყველაფერი ბავშვებიდან იწყება და მაშინ განცდილი, ქვეცნობიერში დალექილი წლების შემდეგ მისი ქცევების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება.ადვოკატი დაქირავებული სინდისიაო და ის კი უკვე ოთხი წელია ამ პროფესიით საზრდოობდა. ყველაზე ლოგიკურად მოაზროვნე ხალხია. ხანდახან მატეო ფალკონესავით აზროვნებდა,ისეთ რამეს გააკეთებდა,რაც სრულიად არააადეკვატური,მაგრამ სწორი იყო. ლიტელატურა უყვარდა,ბავშვობიდან  ეზიარა ჯერ მოთხრობებსა და ზღაპრებს,შემდეგ ლეგენდებს და უკვე 6 წლისა თავისუფლად კითხულობდა რუსულ მწერლობას. განსაკუთრებით უყვარდა დოსტოევსკი და პუშკინი. 

მანაქანაში იჯდა,ჯერკდიევ დიდი გზა დარჩენილიყო.მაღალი არყის ხეები აშოტილიყვნენ გზად და კედლებივით მიჰყვებოდნენ მანქანას, ახალი გათენებული იყო და ძილნაკლული ანდრიაც მთვლემარედ კითხულობდა გოგოლის მოთხრობებს.  მისტიკა მოსწონდა მასში და ეს ცხოვრებისეულ მისტიკაში გადაზრდილი მწარე რეალობა. 

წიგნი ჩაიდო დიდ პორტფელიოში,სივი შეამოწმა და თვალები დახუჭა.

შარფიდან და ქუდიდან მხოლოდ თვალებიღა უჩანდა და სიცივისაგან ცხვირი აწითლებოდ.

გუნებაშ ფიქრობდა მეგობარზე,რომელიც საფრანგეთში გაემგზავრა იმისგამო,რომ ციმბირში არგადაეხვეწათ და მას შემდეგ არაფერი გაეგო რა მასზე.

სულის ნაწილი აკლდა მისი სახით , ან მთელი-სული.ანდრია ეჭიდებოდა, მის გამჭირვალე სხეულს. ეჭიდებოდა, მაგრამ ის მაინც არ-არსებობდა.
ის იგონებდა ისეთს,როგორიც წარმოედგინა.

მას  ჰქონდათვალები, დედის-შუბლი, ტუჩები, თავი. 
გაქანებული ნერვოზი და აღიზიანებდა ყველა. 
ფსიქოზი. 
ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ვერ ხვდებოდა რისთვის იყო საჭირო და ბეზრდებოდა ყველაფერი. 

მანქანა ძველ რუსულ სტილში აშენებული შენობის წინ გაჩერდა.ზამთრის სუსხმა სულ გაუყინა ხელები… ის უზარმაზარ თოვლში იდგა და ელიოდა კარის გამხსნელს.  კარები მოახლემ გააღო,ცივი სახით შეხედა და ხმადაბლა ხმის თრთოლვით უთხრა:

-ბატონი ანდრია მიხაელოვიჩი?

-დიახ,მე გახლავართ

-მობრძანდით,ბატონი ვლადიმერი უკვე გელოდებათ,

მან ანდრია დიდ გრძელ ოთახში შეიპატიჟა და მაგიდასთან მიიწვია. ანდრია ოთახის ინტერიერს ათვალიერებდა.შუაში გრძელი მაგიდა იდგა.მის მარჯვნივ და მარცხვნივ მაღალი წიგნების კარადები იყო აზიდული.სავარძლების თავზე კი ახატები ეკიდა. ამ ნახატებზე გამოსახული ქალის სხეული საოცრად აგონებდა საყვარელს.საყვარელს,რომელიც სულაცარ აღიარებდა მის ვნებიანობას.

“ამელის” სტილში

Image

   საკმაოდ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ ბლოგი ახალი შექმნილი რომ მქონდა, მეგობრის ბლოგზე ვნახე პოსტი მე-”ამელი”-ს სტილში. როგორც კი წავიკითხე მაშინვე გავიფიქრე ეს მეც უნდა დავწერო-მეთქი…  უბრალოდ ეს ფილმი (ბლოგიც) იმდენად ახლობელი და იმდენად ჩემია, რომ სხვანაირად არ შეიძლება!!!
     ნატალის უყვარს:

 
  1. გვიან დაძინება.
  2. დილის ძილი.
  3. გვიან ღამით ყველას რომ სძინავს წიგნის კითხვა, ან ფილმის ყურება.
  4. ზაფხულში ღამით აივანზე ჯდომა, ან/და დილით ადრე გაღვიძება და გამვლელების მძინარე სახეების ყურება.
  5. სტუმრად ყოფნისას წიგნების კარადის დათვალიერება.
  6. ძველ ნივთებში ქექვა.
  7. იასამანი!
  8. ძველი ფოტოების დათვალიერება.
  9. ჰამაკში წიგნის კითხვა, ან ძილი.
  10. ფეხით სიარული.
  11. ზაფხულის წვიმა.
  12. გვიანობამდე სეირნობა.
  13. ბალი.
  14. ნაყინიანი მარწყვი.
  15. ფეხებაკეცილი ჯდომა.
  16. თითების წვალება.
  17. კოვზით ყავის  ჭამა.
  18. თმაზე მოფერება.
  19. სახლში მარტო ყოფნა.
  20. საპნის ბუშტების გაბერვა.
  21. ტუჩების ენით დასველება.
  22. ავტობუსში უკან ჯდომა..
  23. .დაბრაწული კარტოფილი.
  24. თმა რომ შიშველ მხრებზე ეხებოდა(მალე გაიზრდება და ისევ შემეხება)
  25. ძაღლი(კატა) რომ ფეხზე ეხება.
  26. ძაღლის სველი ცხვირი.
  27. გულაღმა წოლა და ბალიშის სახეზე დაფარება (ეს დღემდე გაუგებარია რატომ მიყვარს).
  28. საყურის წვალება.
  29. მეტროში მგზავრების ფეხსაცმელების დათვალიერება.
  30. ზამთარი
  31. წვიმაში ძილი.
  32. ცივ ამინდში რძიანი ყავით კომპიუტერთან ჯდომა.
  33. თოვლის ჭრაჭუნის ხმა.
  34. სახურავზე ჯდომა (იშვიათად ხდება ეს სამწუხაროდ).
  35. ლამაზ თითებში სიგარეტი.
  36. pink floydis da jannis joplenis  თვალებდახუჭული და სკამის ზურგზე გადაწოლილი მოსმენა.
  37. ნუშის ნამცხვარი
  38. ღია ფერის ფარდები
  39. ფრანგული სუნამოები
  40. დოსტოევსკი :3
  41. დიიდი ზომის ჟაკეტები
  42. ბიჭი,რომელსაც არიცნობს.

  ნატალის არ უყვარს :

 
  1. ხელგადახვეული სიარული.
  2. თასმიანი ფეხსაცმელი.
  3. ლუდის სუნი.
  4. დილით რომ უმიზეზოდ აღვიძებენ.
  5. სახლის ტელეფონის ხმა.
  6. დაჟინებით რომ აკვირდებიან.
  7. ვიღაც რომ ნერვიულად აბაკუნებს ფეხს, ან აკაკუნებს თითებს მაგიდაზე.(მიუხედავად იმისა,რომ თავად ვაკეთებ ამას)
  8. სიცხეში სიარული.
  9. ჩანგლის კბილზე / თეფშზე გასმის ხმა.
  10. პოლიტიკაზე ლაპარაკი.
  11. მინებჩალეწილი შენობები.
  12. კომედიური ფილმები და ამერიკული “ჰეფი ენდები”
  13. ომის კადრების ყურება.
  14. “პროფილი” და “Face კონტროლი”.
  15. თურქული “კლეჩატი” შარფი (ერთი პერიოდი ყველას რომ ეკეთა).
  16. ქუჩაში ნაგავი………………………
  17. მესაკუთრე ადამიანები.
  18. ზაფხული,ზღვა
  19. კედლებზე მიწერილი სახელები,
  20. ტაძრების ქვებზე მიწერილი “აქ იყო ვიღაცა 8748374 წელს”.
  21. ხეზე ამოკაწრული გულები.
  22. ქუჩაში მოღუშული სახეები.
  23. უზრდელები, ცივები, უყურადღებოები…
  24. “შენ ჩემი დაიკო ხარ”!
  25. უხერხული სიტუაციები.
  26. მიცემული პირობის არ შესრულება (გადაგდება).
  27. ბლოგზე რომ შემოდის და ახალი კომენტარები არ ხვდება. :დ
  28. წელში გამართული ჯდომა.
  29. კითხვას რომ აწყვეტინებენ.
  30. საღამოს პარკში გავლა.(მშვიდი ადგილი სადმეგარეთ ნაკლებად ხალხმრავალი ან სახლში ყავა ჯობია. არა?)
  31. მათემატიკის ამოცანების ამოხსნისას რომელიმეში გაჭედვა.
  32. როცა ხატვა უნდა და არგამოდის.
  33. გეგმების არევა.
  34. მოუწესრიგებელი სიტუაციები დ აყველაფრის არევ-დარევა.
  35. დაულაგებელი სახლი.
  36. როცა აშინებენ 
  37. ლოდინი.
  38. უგემოვნო მკითხველი
 
ჯერჯერობით სულ ეს არის, თუ რამე გამახსენდა მივამატებ. არადა გასახსენებელი კიდევ ბევრია! 

ოდნავ უფრო შორს ,ვიდრე უსაზღვროება…

არავის გინდათ მალინის ჩაი? მე გეპატიჟებით,მთავარია მოაგნოთ ჩემსსახლს.თითებს, სიცივისგან მოწითალო-მოვარდისფრო ფერი გადაჰკვრიათ.

უბრალოდ ვინმესთან მინდა ლაპარაკი.დღეს ქუჩაში მოვდიოდი,უკვე ბნელოდა, ძველ ნაწვიმარ გუბეში ირეკლებდა კაზინოს სინათლე და გამეღიმა.რამდენჯერ აღმინიშნავს,რომ კინოთეატრის გვერდითარსებული კაზინოს ნათება წვიმის ნაკვალევში უფრო ლამაზი ჩანს. და ზოგადადაც, ყველაფერი უფრო მაღალი და მდუმარე ჩანს.Image

მონობაში მყოფი ვერ იგემებს ჭეშმარიტ თავისუფლებას. 
ბორკილების მოხსნის შედეგად რჩება ზოლები, ლაქები, რომლებიც მაინც მოუჭერენ ხოლმე, მაინც აწვალებენ ადამიანს.

თავისუფლება – დიდი პასუხისმგებლობაა. მისი მასა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ადამიანის სათუთ მხრებს შეუძლიათ აიტანონ. ჩვენ მუდამ ვართ ვიღაცის ან რაღაცის ზეგავლენის ქვეშ. ყოველდღიურობის, სტერეოტიპების, სხვისი შეხედულებებისა, ბოლოს და ბოლოს, დადგენილი წესების მონები.

მოქმედებებს შორის წამიერი პაუზები ძალიან დამღლელი აღმოჩნა. ერთი,ორი,სამი.აი მესამე აკორდიც ავიღე, ოუ ესეიგი ეს სიმღერა ასეთუისე გავითავისე.

 ხვალ ჩემი ძმა ჩამოდის, ის სწორედ იმ ასაკშია,  როდესაც ხეები ძალიან მაღალია, ხოლო ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრა ძალიან რთულ რიტუალს წარმოადგენს.Image

სახლში მოვდიოდი.გვიან.ფეხის ნაბიჯები 260კმ/სთ-ში ცხოვრების ფსკერამდე,ასი ათასი ფიქრების ბილიკი და მხოლოდ ფიქრი იმაზე,რომ ათასი გზიდან შენ უნდა აირჩიო ის ერთი და სწორი.ქუჩებში ნაცნობი სახეები,ბავშვობა,მეგობრები,ოჯახი,საყვარელი ადამიანი,ყველაფერი გაყინულ კადრს ჰგავდა.

ოდნავ უფრო შორს ხარ,ვიდრე უსაზღვროება…
მყიფე სხეულების მსხვრევა..კამერტონის ხმა…
ფორტეპიანოს ნოტები: დო,რე,მი,ჩავარდნილი ფა და დაკარგული სოლ.

მხოლოდ დიეზი და ბემოლი,იმიტომ რომ იქაც სიშავეა.

ადამიანები თავად ირჩევენ უსამართლობას და შემდეგ ცხვრებივით ემორჩილებიან მას. ესეც ამათი თავისუფლება-ცუდსა და უარესს შორის არჩევნის გაკეთება.
დოგმების ბორკილებისკან უკვე სისხლი სდით და ეს სისხლი წმინდა ჰგონიათ.ვერ ხედავენ ციხეში რომ ჰყავთ გამომწყვდეული ტვინის ის უჯრედები,ფიქრს რომ უწყობენ ხელს. 

სადმე მინდა წასვლა,აი აი სახლი,სადაც არის დაჟანგებული კარებები,ხის ნესტის სუნი და გარშემო სულ მთებში რომხარ შთანთქმული.Image

მე… მე ღამის ლურჯი პერანგის მოფრიალე ბოლო ვარ

მმ.. ცოტა აცივდა არა? თბილი,ლიმნიანი ჩაის სურნელი არ გცემთ ირგვლივ?

 ნუთუ ცაში ჩიტების დანახვა სასიამოვნოდ არ გაოცებთ? დღეს ცაში ავიხედე,რაც დიდი ხანია აღარ გამიკეთებია თურმე,იმ წამს გამახსენდა ეგეც.. ორი თვითმფრინავი სხვადასხვა მხრიდან თითქოს ერთმანეთს უერთდებოდდა,მაგრამ ისე საოცრად გადაკვეთეს ერთმანეთის კვალი და უვნებელი აღმოჩნდა ორივე,ცაზე კი ლამაზი იქსიკი დაიხატა,თითქოს ღრუბლები ერთმანეთში აირიაო.. ერთობ ლამაზი სანახაობა იყო,მერე ჩიტების მთელი გუნდი დავინახე,სასიამოვნოდ გამიხარდა.

ნისლის სურნელი მოშორდა დილას,
ფანჯრის მინაზე შენს სახელს ვწერდი,
ვხედავდი ,როგორ დაჰქონდა ნიავს
ამოხეული წიგნიდან გვერდი

უბრალოდ ვინმესთან ლაპარაკი.ჩაი? ^^Image

ვწყემსავთ მარტოობის  დღეებს

და ჩაის მივირთმევთ მოცვის

ლექსებს ვეუბნებით ხეებს,

მაშინ,როდესაც მოწვმის.